Saturday, March 11, 2017

რატომ იჩაგრებიან კაცები, ანუ რატომ არის მატრიარქატის დადგომა გარდაუვალი და რომელი სქესის ქმედებამ გამოიწვია ეს

 ცხობა ქალის საქმეაო და მეც ვაცხობ ამ პოსტებს და თავს ვიქცევ, თან ბაზას ვქმნი მომავალში საქმე რომ არ გამომელიოს, გავა დრო და გადავხედავ ამ წერილებს, დავფიქრდები რა შეიცვალა და რა დარჩა გარეთაც და ჩემშიც. წინა პოსტის შემდეგ ცოტა მოულოდნელი სათაურია ჩემგან, რადგან თითქოს ფემინისტი უნდა ვიყო და ფემინისტებისთვის კაცების უფლებების დაცვა არაა სახასიათო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტში კაცების უფლებებიც უნდა დაიცვან თუ მხარდაჭერა უნდათ. ისე ფემინიზმი კაცების უფლებების გაუმჯობესებასაც უნდა ითვალისწინებდეს, რადგან ჩვენ ხომ იმას ვითხოვთ, რომ კაცების უფლებებს გავუთანაბრდეთ და რაც უკეთესს გავუთანაბრდებით მით უმფრო კაი იქნება (უკეთესი)..
 უფლებების დაცვას არც ვაპირებ, უბრალოდ სავალალო მდგომარეობაა ბიჭების აღზრდა-გაზრდის მხრივაც და... მშიშარა ბიჭების გაზრდას მარტო კბილს გავკრავ.. ორი უკიდურესობა არსებობს ჩვენთან ყველაფერში, აი, რომ ვამბობდი ქალები გავბრაზდებით-მეთქი, ეგრეა ქალებშიც, ორი უკიდურესობა, ერთი ნაწილი სახლში კარგად გრძნობს თავს და ჭურჭლის რეცხვაა ბედნიერებას გაიძახის და მეორე ნაწილი მონსტრი მანქანა ხდება, შუალედური რგოლი იმდენად ცოტაა და პატარა, რომ ასეთი გამიჯვნა მისაღებია. ეგრეა ბიჭების აღზრდაშიც რა, ერთი ტიპის ოჯახები ყურადღებას არ აქცევენ საკუთარ შვილებს, თვითონ უნდა გაიკვლიო გზაო და მეორე ტიპისები თავზე დაჰკანკალებენ. ეს თვითონ გაიკვლევს გზას ხალხიც ორ რადიკალურ ნაწილად იყოფა, მართლა რომ გაიკვლიეს და მაგრად რომ ჩაიფსეს, ეზოს ბულკები რომ გახდნენ. მართლა რომ გაიკვლიეს გზა ყველაზე კარგი ტიპები არიან მგონია, აი, მეორე ხაზის ხალხი, ნაკანკალევ-მზე-მთვარე ამოსულები, მაგათ რატო უნადგურებენ ცხოვრებას მშობლები და ბებია-ბაბუები არ მესმის. ეგენიც ორ ჯგუფად იყოფიან ერთი - მამიკოს ნარკომანი ბიჭები და მეორე - დედიკოს უსაქმური ბიჭები. რომელ კაცად აღზრდაზეა ლაპარაკი (ეს მარტო ბიჭის აღზრდას არ ეხება, ზოგადადაც არასწორია), როცა ორი კილო კარტოფილის აწევას უკრძალავ ბავშვს, ვითომ წელს უფრთხილდები, არ ასტკივდეს, იმ წელის კუნთებს განვითარება სჭირდება, მაგრამ ფიზიკურ კუნთებს კიდევ რა უშავს, ტვინის კუნთებს რომ უჩლუნგებენ ყველაზე ცუდი ეგაა. ეგ ის ხალხია მამიკოები რომ აძლევენ სამსახურს და ცხოვრების გარტყმაშიც რომ არ არიან, საერთოდ როგორ მუშაობს ქვეყანა არ ესმით, არ უსწავლებიათ და როგორ უნდა გაიგონ.
 რატომაა მატრიარქატი გარდაუვალი?! იმიტომ, რომ ასეთი უსაქმური ბიჭუნიკების რაოდენობა უფროდაუფრო იზრდება, სამაგიეროდ იზრდება მათზე გაბრაზებული გოგოების რაოდენობაც, რომლებიც საკუთარ დონეს მაღლა წევენ. მოკლედ ისეა საქმე, რომ რამდენიმე წელში მამაკაცთა საშუალო უნარიანობა დაეცემა, ხოლო ქალებისა აიწევს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ მატრიარქატი არ დადგება. მერე აღარ ვიცი რა იქნება.. კაცების ასეთებად აღზრდა მათი უფლებების შელახვაა, სისულელეა გარეული მტაცებელი სახლში გაზარდო და მერე ჯუნგლებში გაუშვა, ადამიანი სოციალური ცხოველია და შესაბამისად უნდა აღიზარდოს. ასე დაემართებათ იმ ბიჭებს, ან სახლში დარჩებიან ან გარეთ გაზრდილები გადაყლაპავენ თავი თუ გაყვეს კერიადან. ეგრე გაზრდილი კაცების მაგალითია ცოლი რომ არჩენს ისეთი ოჯახები, ან ისეთები ცოლ-შვილიანები კიდევ დედას ან მამას რომ ართმევენ ფულს. ძირითად შემთხვევაში ეგ არაა მათი ბრალი, ესაა აღზრდის ბრალი, არ უსწავლიათ რა არის დამოუკიდებლობა, არასდროს შეუგრძვნიათ ის და ოცდაათი წლისანი ექსპერიმენტს არ ჩაატარებენ. 

 კაცების უფლებები მრავალგზის ილახება, მაშინ, როცა ცოლს ძალით ირთავენ, როცა მთელი სანათესაოა ჩართული ცოლის მოძებნა-შერჩევა-შეფასებაში, მაშინ, როცა დალევა უწევთ, იმიტომ რომ საქართველოში ეთიკის, ეტიკეტისა და მორალის ნორმების დარღვევაა სასმელზე უარის თქმა, ცოდვაზე უარესია... 

 ისიც უფლებათა დარღვევად მიმაჩნია, როცა რაღაც დადგენილი წესის მიხედვით ოჯახი კაცმა უნდა არჩინოს, ეს წესი ამ ბოლო დროს ირღვევა, მაგრამ ირღვევა ქალთა უფლებების ხარჯზე... ზოგ ოჯახში მამაკაცები აღარ მუშაობენ და ცოლები გადიან სამსახურში, მაგრამ რა ჯანდაბის კეთებას იწყებენ კაცები? თუ მუშაობა არ უნდათ სახლის საქმეს მიხედონ, თუ სახლის საქმის მიხედვა არ უნდათ იმუშაონ, ასე არაა ფეხი ფეხზე გადაიდო, ყველა რაღაცას უნდა აკეთებდეს, საქმე უნდა ნაწილდებოდეს, აბა მარტო ქალები კი არ უნდა იყვნენ მაგ დღეში... 3:) კაცთა უფლებების შელახვაზე ვლაპარაკობდი და მათ კრიტიკაზე გადავედი, მაგრამ მათი უფლებები ბავშვობაში შეილახა, როცა დედამ გადაწყვიტა, რომ ბიჭია და არაფერი უნდა დაავალოს, ეს უსაქმური კაცები იმ ბავშვობიდან მოდიან, როცა ანებივრებდნენ ზედმეტად... გამოდის, რომ ზედმეტი განებივრება უფლებების შელახვაა, ბავშვი რომ აშიმშილო მისი უფლებების დარღვევაა, რადგან ფიზიკურად ასნებოვნებ, მაგრამ აღზრდითი დანაკლისი, რომელიც აზროვნების საკვებია არაა უფლებათა დარღვევა? არაა მენტალურად განუვითარებელი ბავშვის გაზრდა უფლებების შელახვა? როგორ არ არის, ადამიანი ჯანმრთელია, როცა მისი სხეულიც და გონებაც ჯანსაღია, გამოლენჩებული კაცების გონება კი არ მგონია ჭიებს არ მიჰქონდეთ...

 თუმცა ბიჭების უფლებები მაშინაც ირღვევა, როცა ეუბნებია: კაცი არა ხარ? რისი გეშინი?! რას ჰქვია რისი მეშინია, კაცებს არ ეშინიათ?! უკაცრავად და ტკივილი უნდა ესიამოვნოთ?! და კაცი არა ხარში რა იგულისხმება, ქალი რომ ვიყო და არ მეშინოდეს კაცი ვიქნები?! (ეს დებილობა მოვიყვანე მაგრამ სასაცილოდ ჟღერს)

 რაც შეეხება საქმიანობა-უნარიანობას - ერთი მხრივ გოგონებს თუ განათლების მიღების სურვილს არ უნერგავენ, მაშინ იდეალური ცოლის თვისებებს უვითარებენ, ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს, მაგრამ ბიჭებს რატომ არ ასწავლიან მეუღლეობის გაწევას? კაცები ბავშვებს რატომ არ ზრდიან, უფრო სწორად ღზრდიან, მათ რატომ არ უნერგავენ რაღაცის კეთების მოთხოვნილებას, რატომ ალოთებენ, რატომ ალენჩებენ, რატომ აიდიოტებენ, რატომ არღვევენ მათ უფლებებს არ მესმის... ჩვენშიც მოქმედებს "გაიმარჯვებს ძლიერის" კანონი და თუ უსაქმური ხარ, მაშ სუსტი ხარ, თუ მხოლოდ შთანთქავ და არ აწარმოებ, სუსტი ხარ... დააბრალეთ დედიკოებს და მამიკოებს... უნებლიეთ მათ მოჰყავთ მატრიარქატი...

 ან კაცი ხარ ან კაცმაცუნა, რთული უნდა იყოს დადგე კაცი, როცა კაცმაცუნად აღგზარდეს :/

No comments:

Post a Comment