Monday, March 20, 2017

პრეზიდენტის არჩევის წესი

 რამდენიმე დღის წინ მოვისმინო, რომ პარლამენტი მუშაობს პრეზიდენტის არჩევის წესზე. საქართველოს საპრეზიდენტო რეჟიმი საპარლამენტოში რომ უნდა გადასულიყო, ვიცით, მაგრამ სადღაც შუაში რომ ვართ გაჭედილები, ეგეც ვიცით. რაშია ახლა საქმე, პარლამენტს უნდა, რომ ერთი არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი თვითონ აირჩიოს, რაც არ მგონია სწორი საქციელი და აი რატომ:
 ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მტკიცება, თითქოს პრეზიდენტი პოლიტიკური პირი კი არა არბიტრია არის ჯანდაბობა-ჩათლახობა, პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურა იქნება მანამ, სანამ საქართველოს წარმომადგენელია მსოფლიოში და ეს მუდამ ასე იქნება თუ სულ არ გააუქმებენ ამ პოზიციას. გარდა ამისა, მის ხელთ არსებული უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი სახელად "ვეტო" არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარანტი. ეს ფუნქცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ალოგიკური გადაწყვეტილების მიღების პრევენციისთვის. საქართველო ჯერ არაა იმ მდგომარეობაში, რომ პარლამენტში რამდენიმე პარტია შევიდეს ისე, რომ რომელიმე პარტიას ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოს, ამიტომ ვეტოს უფლება უზრუნველყოფს პრეზიდენტის აზრის დაფიქსირებას კანონთან დაკავშირებით.

 ზემოთ დასახელებული მიზეზი განსაზღვრავს ამ იდეის ჩათლახობას, ხოლო ჯანდაბობას განსაზღვრავს შემდეგი: თუ პრეზიდენტს აირჩევს პარლამენტი, უნდა დაწესდეს ხმათა გარკვეული რაოდენობა, მაგრამ თუ რომელიმე პარტია შეძლებს, რომ შევიდეს საკმარისი დეპუტატებით პარლამენტში (მაგალითად კანდიდატის ასარჩევად საჭიროა 100 ხმა და იქს პარტიას 101 დეპუტატი ჰყავს, პრეზიდენტი ხომ უეჭველად ამ პარტიის რჩეული გახდება... ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მინისტრთა კაბინეტსაც და პრეზიდენტის ადგილსაც ერთი პარტია დააკომპლექტებს.

 გარდა ამისა, არსებობს გადარჩევის უფლება, ამ შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილი გახდება ნებისმიერ დროს გადაირჩიოს პრეზიდენტი, თუ საკმარისი დეპუტატები ეყოლებათ ჰოპლა და გადაირჩევენ, რაც ქართულ რეალობაში უტოპია არაა, რადგან სამი პარტია კოჭლობით შევიდა პარლამენტში და მესამეს მგონი ერთმა ამომრჩეველმა უშველა...

 მოკლედ, პრეზიდენტი უნდა დარჩეს ხალხისგან არჩევად ფიგურად და მისდამი არაკორექტული მუქარისმაგვარი განცხადებები დემოკრატიის და თავისუფალი აზრის გამოხატვის (პრეტენზია რომ გვაქვს) შეურაცხყოფაა.

No comments:

Post a Comment